ფუძეები და მჟავები - მოსწავლეები დააკვირდებიან, თუ როგორ არის დამოკიდებულებული ხსნარის pH მჟავას/ტუტის სიძლიერესა და ხსნარის კონცენტრაციაზე.
ხსნარები - მოსწავლეები შეისწავლიან და სიმულაციის დახმარებით დაადგენენ ხსნარის კონცენტრაციაზე მოქმედ ფაქტორებს.
თერმოქიმია - მოსწავლეები შეძლებენ დააკვირდნენ ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებს თერმოქიმიურ პროცესებში.
ქიმიური წონასწორობა - მოსწავლეები გაცნობიან ლე-შატელიეს პრინციპს და კვლევის საფუძველზე აღმოაჩენენ წონასწორობაზე მოქმედ ფაქტორებს.
სტექიომეტრია - კვლევის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ ხსნარის კონცენტრაციის განსაზღვრას გახსნილი ნივთიერების რაოდენობისა და ხსნარის მოცულობის სხვადასხვა მნიშვნელობისთვის.
მორეაგირე ნივთიერებები, რეაქციის პროდუქტები და ნარჩენები -
მოსწავლეები შეძლებენ ქიმიურ რეაქციაში მონაწილე რეაგენტებსა და რეაქციის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის რაოდენობრივი თანაფარდობების დადგენას.