ტრანსკრიპცია - მოსწავლეები გაეცნობიან ტრანსკრიპციის მოლეკულურ მექანიზმს და დაადგენენ მისი განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ და საკმარის პირობებს.
ტრანსლაცია - მოსწავლეები გაეცნობიან ტრანსლაციის მოლეკულურ მექანიზმს და განსაზღვრავენ მისი განხორციელებისთვის აუცილებელ და საკმარის პირობებს
ბოცვრების ფერმა - მოსწავლეები შეისწავლიან მენდელისეული დამემკვიდრების კანონზომიერებებსა და გამაანალიზებელი შეჯვარების არსს
.
როგორ მოქმედებს ევოლუცია - მოსწავლეები გაეცნობიან ჯონ ენდლერის ექსპერიმენტის ვირტუალურ მოდელს და გამოიკვლევენ ევოლუციური ძალების მოქმედებას.
ულვაშფეხიანთა კონკურენცია - მოსწავლეები გაეცნობიან ჯოზეფ კორნელის კლასიკური ექსპერიმენტის ვირტუალურ მოდელს და დააკვირდებიან ულვაშფეხიანთა ორი სახეობის კონკურენციას საარსებო პირობებისათვის.
სათბურის ეფექტი - მოსწავლეები აღმოაჩენენ, თუ რომელი აირები მონაწილეობენ სათბურის ეფექტის წარმოქმნაში; გამოიტანენ დასკვნას, რა ნაბიჯი უნდა გადადგას ადამიანმა, რათა შეაჩეროს პლანეტაზე დაწყებული გლობალური ცვლილებები?
მუტაცია - მოსწავლეები იკვლევენ დნმ-ის აგებულების თავისებურებებს და ცილის სინთეზის კანონზომიერებს, თუ როგორ შეიძლება დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის ცვლილებამ შეცვალოს ცილის ამინომჟავური თანმიმდევრობა
ფოტოსინთეზი-მოსწავლეები შეისწავლიან ფოტოსინთეზის პროცესსა და მნიშვნელობას ცოცხალი სამყაროსთვის. განსაზღვრავენ ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე მოქმედ გარემო ფაქტორებს.