კინემატიკა: მანძილის, სიჩქარისა და აჩქარების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა. გასროლილი სხეულის ტრაექტორია და მისი მახასიათებლების დამოკიდებულება საწყის პარამეტრებზე.
ენერგია - მოსწავლეები შეისწავლიან მექნიკური ენერგიისა და ზოგადად ენერგიის მუდმივობის კანონს და მათი შესრულების პირობებს; შეისწავლიან და გამოიკვლევენ მექანიკური ენერგიის სახეებს შორის ურთიერთკავშირს.
წონასწორობა - მოსწავლეები შეისწავლიან ბერკეტის წონასწორობის პირობას. სხვადასხვა მასის სხეულებით შეძლებენ ბერკეტის გაწონასწორებას. აღრიცხული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბებენ ბერკეტის წონასწორობის პირობას.
აჩქარება - კვლევის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებელი და მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნების გაკეთებას სხეულის აჩქარებაზე გავლენის მქონე ფიზიკურ სიდიდეებზე.
ქანქარა - მოსწავლეები დააკვირდებიან ქანქარის რხევას, შეისწავლიან ქანქარის რხევის პერიოდის დამოკიდებულებას ქანქარის მასაზე და ძაფის სიგრძეზე. აღრიცხული ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას.
აირის კანონები - მოსწავლეები დააკვირდებიან, გამოიკვლევენ და შეისწავლიან აირის წნევას, მოცულობასა და ტემპერატურას შორის კავშირს სიმულაციის საშუალებით.
აგრეგატული მდგომარეობები - მოსწავლეები შეისწავლიან ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას, სიმულაციის საშუალებით შეადარებენ სხვადასხვა ნივთიერების ატომურ და მოლეკულურ სტრუქტურებს.
ჰიდროსტატიკა - მოსწავლეები შეისწავლიან სითხეში მოთეავსებულ სხეულებზე მოქმედ ძალებს. სიმულაციის გამოყენებით ექსპერიმენტალურად გამოიკვლევენ ტივტივის პირობებს
პარალელური და მიმდევრობითი შეერთება:
მოსწავლეები შეისწავლიან და ექსპერიმენტულად შეამოწმებენ პარალელური და მიმდევრობითი შეერთების განსხვავებებს და მათი პრაქტიკაში გამოყენების დეტალებს
.
კულონის კანონი - მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების რაოდენობრივ და თვისობრივ მხარეებს. გამოიკვლევენ ამ ურთიერთქმედების სიდიდის დამოკიდებულებას სხვადასხვა მახასიათებლებზე
ელექტრომაგნიტური ინდუქცია - მოსწავლეები გაეცნობიან ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენას; შეისწავლიან გამტარში დენის აღძვრის პირობებს და მიღებული დენის დამოკიდებულებას სხვადასხვა მახასიათებლებზე
სინათლის გარდატეხა - მოსწავლეები შეისწავლიან სინათლის არეკვლის და გარდატეხის მოვლენას. სიმულაციის საშუალებით დააკვირდებიან სინათლის გარდატეხას ორი გარემოს გამყოფ ზედაპირზე სხვადასხვა გარემოსთვის.
ატომის მოდელი - მოსწავლეები შეისწავლიან ატომის აგებულებას; დაადგენენ ატომის მახასიათებლებსა და შემადგენელ ნაწილებს შორის კავშირებს; შეძლებენ დამოუკიდებლად დასკვნების გაკეთებას ატომის თვისებების შესახებ ვარაუდების ექსპერიმენტულად შემოწმებას