ინტერაქტიული კვლევითი აქტივობები(იკა) საბუნებისმეტყველო საგნებში

ინტერაქტიული კვლევითი აქტივობები (იკა) :

1.  ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას.
2. საშუალებას იძლევა ექსპერიმენტული კვლევა წარიმართოს ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით.
3. განკუთვნილია საბაზო საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
4. შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც სასკოლო გარემოში, ისე სახლში, დამოუკიდებელი მუშაობისთვის.

თითოეული იკა შედგება ერთმანეთზე დამოკიდებული ცალკეული ნაწილებისგან, როგორიცაა მაგალითად, შესავალი, ჰიპოთეზა, ექსპერიმენტი, მონაცემების ანალიზი, დასკვნა და სხვ. იკა-ები განსხვავდება ერთმანეთისგან აღნიშნული ნაწილებით და საერთო სტრუქტურით, რაც დამოკიდებულია მათ სპეციფიკურ შინაარსზე. თუმცა თითოეული მათგანი მოიცავს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ელემენტებს. მათში მოცემულია სპეციალური ინსტრუმენტები (ე.წ. აპლიკაციები), რომლებიც განკუთვნილია ჰიპოთეზის ჩამოსაყალიბებლად, ვირტუალური ექსპერიმენტის ჩასატარებლად, მონაცემების აღრიცხვისა და ანალიზისათვის, დასკვნის გამოსატანად, ზოგადად, კითხვებზე პასუხების გასაცემად. მოსწავლე იყენებს აღნიშნულ ინსტრუმენტებს კვლევის სხვადასხვა ეტაპზე.

ინტერაქტიული კვლევითი აქტივობების გამოყენება შესაძლებელია ორი გზით.
დაწკაპეთ ღილაკზე "გაიგეთ მეტი" და გაეცანით პრეზენტაციას.